2025 წლის 9 თვეში 21 348 ერთეული მართვის მოწმობა გაიცა
2025 წლის 9 თვეში 21 348 ერთეული მართვის მოწმობა გაიცა, რომლის 37%-იც მიმდინარე წლის მესამე კვარტალზე მოდის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე განთავსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით ირკვევა, რომ 2025 წლის მესამე კვარტალში 7 939 ერთეული მართვის მოწმობა გაიცა, მეორე კვარტალში 7 261 ერთეული მართვის მოწმობა, ხოლო პირველ კვარტალში 6 148 ერთეული.
მესამე კვარტალში გაცემული მართვის მოწმობების მფლობელთა ასაკი 16 წლიდან იწყება და 76 წელს აღწევს. უფრო კონკრეტულად იმ პირთა შორის, ვინც მესამე კვარტალში მართვის მოწმობები მიიღო 1 პირი 76 წლისაა.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით მეორე კვარტალში ყველაზე მეტი მართვის მოწმობა თბილისშია გაცემული, შემდეგ მოდის აჭარა და ქვემო ქართლი.

