დედოფლისწყაროში 45 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს
ადგილობრივი გამოცემის “მთავარი ამბები კახეთიდან” ინფორმაციით, შემთხვევა, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.
მეზობლების ინფორმაციით, კაცი ბოლო პერიოდში უბანში არ გამოჩენილა. სახლში მისულ ძმას კი ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.
ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია გამოიძახეს. შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
