EU-ს წევრი ქვეყნების ელჩებმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირეს
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირეს.
საუბარია ახალ წესებზე, რომლის თანახმადაც მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესი გამარტივდება.
გამარტივებული მექანიზმის ძალაში შესვლა დეკემბრიდანაა მოსალოდნელი. მანამდე, 17 ნოემბერს დაგეგმილია საკითხზე კენჭისყრა ზოგად საქმეთა საბჭოში.

