როდის დაიწყება აღმოსავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა
აღმოსავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომ ბადიაური–ბაკურციხის 31.7 კმ-იანი ოთხზოლიანი გზის მშენებლობა 2027 წლიდან დაიწყება, ამ დროისთვის კი მიმდინარეობს შესაბამისი გეგმების განახლება.
მისივე თქმით, ასევე იგეგმება გურჯაანი-თელავის 36.6 კმ-იანი და წნორი-ლაგოდეხის 40.4 კმ-იანი მონაკვეთების პროექტირება.

