ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს
კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა და მეზობლებმა 35 წლის კაცის ცხედარი მას შემდეგ იპოვეს, რაც მისი ავტომობილი ტყის სიახლოვეს შენიშნეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.
