„წლევანდელი რთველით დაზარალდა როგორც ფერმერი, ასევე სახელმწიფოც – სუბსიდია გაიცემა ყურძენზე, რომელიც შეუფერებელია უკვე ღვინისთვის“
„წლევანდელი რთველით დაზარალდა როგორც ფერმერი, ასევე სახელმწიფოც – სუბსიდია გაიცემა ყურძენზე, რომელიც შეუფერებელია უკვე ღვინისთვის“„წლევანდელი რთველით დაზარალდა როგორც ფერმერი, ასევე სახელმწიფოც – სუბსიდია გაიცემა ყურძენზე, რომელიც შეუფერებელია უკვე ღვინისთვის“
„წლევანდელი რთველით დაზარალდა როგორც ფერმერი, ასევე სახელმწიფოც – სუბსიდია გაიცემა ყურძენზე, რომელიც შეუფერებელია უკვე ღვინისთვის“ – ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ფერმერთა ასოციაციის სერთიფიცირების სპეციალისტმა, ილია კუნჭულიამ განაცხადა. მისივე თქმით, ზარალს კერძო სექტორიც ნახავს.
როგორც კუნჭულია აცხადებს, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც რთველის მიმდინარეობისას არსებულმა შეფერხებებმა გამოიწვია, ყურძნის გარკვეულ ჯიშებზე ხარისხის გაფუჭებაა.
„ეს მეტეოროლოგიური პირობები, კონკრეტულად წვიმა და გრილი ამინდები, ყურძნის ხარისხს აფუჭებს და შაქრის დონეს დაბლა სწევს. რაჭაში ალექსანდროულზე და მუჯურეთულზე სახელმწიფო იხდის 4 ლარს კილოგრამ ყურძენში, მეორე 4 ლარი უნდა გადაიხადოს ღვინის ქარხანამ. ანუ დაზარალდა როგორც სახელმწიფო, რომელიც ასუბსიდირებს ამ ყურძენს და რომელიც ღვინისთვის შეუფერებელია უკვე, ასევე გარკვეულწილად დაზარალდა ღვინის ქარხნებიც, რომელსაც შეიძლება აღარ უღირდეს, რომ ამ ყურძენში 8 ლარი გადაიხადოს.
ძვირი გამოდის ამ შემთხვევაში ხვანჭკარა. როგორც მოგეხსენებათ, ტკბილი და ნახევრად ტკბილი ღვინო გადის რუსეთში იმიტომ, რომ ევროპაში არ არის მაღალი მოთხოვნა, რადგან თავადაც საკმარისი აქვთ. ხვანჭკარას ამ შემთხვევაში კონკურენციას გაუწევს სხვა ღვინოები, რომელიც ბევრად იაფი ჯდება. კახეთში ბევრი ასეთი შემთხვევა გვაქვს, მაგალითად ქინძმარაული, გავს ძალიან ეს ღვინოები ერთმანეთს. ქინძმარაული საფერავისგან მზადდება, რაც ბევრად უფრო იაფია. ასევე თეთრი ღვინოებიც არის, რამდენიმე მიკროზონა გვაქვს, სადაც ისეთი ნიადაგი და კლიმატური პირობებია, რომ ძალიან ბევრ შაქარს აგროვებს ბუნებრივად და რჩება ტკბილი ან ნახევრად ტკბილი ღვინო.
აქედან გამომდინარე, პრობლემა შეიქმნა ყველასთვის, როგორც ფერმერისთვის, ისე ქარხნებისა და ისე სახელმწიფოსთვისაც“, – აცხადებს ილია კუნჭულია.

