ახალი ამბები

8 ოქტომბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 ოქტომბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება
სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასებით.

საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ზოგან შესაძლებელია ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ზოგან დროგამოშვებით ძლიერი.

თელავი: უმეტესად უნალექოდ. შესაძლებელია ნისლი. ჰაერის ტემპერატურა: +24.