3 ოქტომბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.
საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. აღმოსავლეთში ზოგან მცირე წვიმა. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +9, +14°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით +6, +11°, დღისით +13, +18,ზოგან +23°-მდე; მაღალ მთაში ღამით +2, +7°, დღისით +9, +14°, ზოგან +20°-მდე.
თელავი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მცირე წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +10°.
ყვარელი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მცირე წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +10°.
საგარეჯო -როგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +9°.
სიღნაღი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +8°.
დედოფლისწყარო – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მცირე წვიმა. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +10°.
ლაგოდეხი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +10°.

