11 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდი ასეთია:
ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი გრილი და ნოტიო ჰაერის მასებით.
საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.
თელავი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +24°.

