6 თვეში ავტოსაგზაო შემთხვევებს 216 ადამიანი ემსხვერპლა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის ორ კვარტალში 2 860 ავტოსაგზაო შემთხვევა აღირიცხა, რომელთა შედეგადაც დაღუპულთა რაოდენობა 216-ს აღწევს.
საქსტატის თანახმად, წლის 6 თვეში, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 381 ადამიანი დაშავდა. აღსანიშნავია, რომ გაიზარდა ალკოჰოლური სიმთვრალით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა. თუ 2024 წელს ეს რიცხვი 185-ს შეადგენდა, წელს, მხოლოდ 6 თვეში, ამ მიზეზით უკვე 219 ავარია მოხდა.

