ახალი ამბები

ინტელექტუალურ თამაშში “რა? სად? როდის?” თელავის ღია ჩემპიონატი გაიმართა

“თელავის განვითარების ცენტრი”-ს ორგანიზებით, თელავის ღია ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში “რა? სად? როდის?” გაიმართა. ერთდღიან ტურნირში მონაწილეობა 12-მა გუნდმა მიიღო, მათ შორის რამდენიმე მოთამაშე საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოვიდა. გამარჯვება კი თბილისის სუპერ-ლიგის მონაწილე გუნდმა – გლისანდომ მოიპოვა.

თელავის ღია ჩემპიონატი საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა და ორგანიზატორების თქმით, თამაშში მონაწილეობისთვის საწევრო გადასახადიდან შესული მთელი თანხა “თელავის განვითარების ცენტრი”-ს საჭიროებებს მოხმარდება.

შეგახსენებთ, რომ თელავის განვითარების ცენტრი მულტიფუნქციური სივრცეა, სადაც ყალიბდება სხვადასხვა ინტერესების კლუბი, მათ შორის ლიტერატურის მოყვარულთა, კინომოყვარულთა, ინტელექტუალური და სამაგიდო თამაშების, მოგზაურთა და მოლაშქრეთა, ასევე დებატების კლუბები.