ახალი ამბები

გურჯაანის ღვინის ფესტივალზე მეღვინეთა რეგისტრაცია დაიწყო

გურჯაანის ღვინის ფესტივალზე მეღვინეთა რეგისტრაცია დაიწყო.

წლევანდელი რეგისტრაცია განსხვავებული ფორმატით მიმდინარეობს:

გადადით პორტალზე 👉 ⁦https://portal.winefest.ge/signin და გაიარეთ საწყისი რეგისტრაცია. მას შემდეგ, რაც პორტალზე წარმატებით დარეგისტრირდებით, გამოჩნდება ღილაკი – “ფესტივალზე რეგისტრაცია”. გახსენით ფესტივალზე დასარეგისტრირებელი ბმული, შეავსეთ და დაასრულეთ რეგისტრაცია.

გაითვალისწინეთ:
ფესტივალზე რეგისტრაცია დასრულებულად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, როცა შეავსებთ ფესტივალის სარეგისტრაციო ფორმას
ფორმის შევსებისას აუცილებელია დაეთანხმოთ წესებსა და პირობებს შესაბამისი ველის მონიშვნით
მეწარმეებისთვის რეგისტრაცია გაიხსნება სექტემბერში.

ღვინის ფესტივალი ჩატარედება 11 ოქტომბერს, გურჯაანში, ახტალის პარკში.