ურბანული ხელოვნების ფესტივალი გურჯაანში
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, კორპუსების ფასადების მოხატვა გასულ წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება.
ამ დროისთვის, გურჯაანში ხუთი საერთო საცხოვრებელი სახლის კედლის მოხატვა ხორციელდება, რის შემდეგაც ქალაქში გაჩნდება ახალი ტურისტული მარშრუტები და ტურები ქუჩის ხელოვნების მოყვარულთათვის.

ურბანული ხელოვნება
ურბანული ფესტივალის მიზანია გურჯაანი გახდეს ტურისტებისთვის მიმზიდველი, განვითარდეს ურბანული მხატვრობის კულტურა და ქუჩის ხელოვნება, ასევე – განვითარდეს თანამედროვე ქუჩის ხელოვნება.
პროექტში, რომელსაც TBILISI MURAL FEST-ი ახორციელებს, მონაწილეობას იღებენ, როგორც ქართველი, ასევე, სხვადასხვა ეროვნების მხატვრები.

ურბანული ხელოვნება
სამუშაოები გურჯაანის ღვინის ფესტივალის – პროექტის ,,გურჯაანის ურბანული ფესტივალის” ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც ეხმიანება მეღვინეობის თემატიკას. სამუშაოებს კი, Tbilisi Mural fest-ი ახორციელებს.

