თელავში მოქმედი სკოლა-სტუდია საერთაშორისო გრან პრის მფლობელი გახდა
თელავის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლა-სტუდია “სოლეი” საერთაშორისო გრან პრის მფლობელი გახდა.
სკოლა-სტუდიის სამხატვრო და მუსიკალური ხელმძღვანელის ვერიკო სახიაშვილის ინფორმაციით, “სოლეი” მონაწილეობას იღებდა პარიზში გამართულ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე, სადაც მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს 22 ქვეყანა.
,,თელავი რომ იამაყებს ისეთი ამბავი გვაქვს. “სოლეი” ამ კონკურსზე წარსდგა სიმღერით “ფესვები”. გავიმარჯვეთ და მოვიპოვეთ გრან პრი. ბრიუსელში გამართულ ფესტივალზე უმაღლესი შეფასება – პირველი ადგილი. დავიმსახურეთ მადლობის სიგელი საქარველოს ელჩისგან ბელგიის სამეფოში. გილოცავთ ამ დიდ წარმატებას ჩემო ნიჭიერო სტუდიელებო, მშობლებო და გულშემატკივრებო”.

