ახალი ამბები

სტიქიამ ახმეტაში პრობლემები შექმნა

ახმეტაში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი, მოგლეჯილია ხეები, რამაც ელექტროგადამცემი სადენების დაზიანება გამოიწვია.

ახმეტია მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები და მერიის ყველა შესაბამისი სამსახური. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოგლეჯილი ხეებისგან გზების გაწმენდის სამუშაოები.