ახალი ამბები

„სინოტივეა მომატებული, რაც უფრო დამხუთველს ხდის სიცხეს“ – გარემოს ეროვნული სააგენტო

აგვისტოს პირველი კვირის ჩათვლით, აღმოსავლეთ საქართველოში, ყველაზე მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი დოდო გვაზავა:

,,აღმოსავლეთ საქართველოში ცხელი მასების გადმოტანა სამხრეთით ნარჩუნდება დღესაც და აგვისტოს დასაწყისშიც. ცალკეულ დღეებში შესაძლებელია, მაქსიმალური ტემპერატურა, რომელიც გვაქვს. ზოგიერთ რაიონში ხვალ მოსალოდნელია 40 გრადუსი. ეს ბარს ეხება, თუმცა, არანაკლები იქნება მთიან რაიონებში. ცოტა ჰაერში არის სინოტივე მომატებული, რაც უფრო დამხუთველს ხდის სიცხეს და მგრძნობელობა მომატებულია“,- ამბობს დოდო გვაზავა.