ახალი ამბები

კახეთში ატმისა და ვაშლატამას კრეფის სეზონი აქტიურ ფაზაშია

კახეთში ატმისა და ვაშლატამას კრეფის სეზონი აქტიურ ფაზაშია.

ნიკოლოზ გეთიაშვილმა მეურნეობა სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური ხელშეწყობით განავითარა. პროგრამის „დანერგე მომავალი“ თანადაფინანსება დაახლოებით 20,000 ლარია, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი 240,000 ლარს აჭარბებს. ფერმერი ჯამში 28 ჰექტარზე ფლობს ატმის, ვაშლატამას, გარგარის და ქლიავის ბაღებს. წელს ფერმერი 250 ტონა მოსავალს ელოდება.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ატმის და ვაშლატამას ახალი ბაღების გაშენება საქართველოს მასშტაბით 300 ჰექტარზე მეტ ფართობზე დაფინანსდა, ინვესტიციის ოდენობა 4,3 მლნ ლარზე მეტია, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 1,7 მლნ ლარს შეადგენს.