ლაგოდეხის ბლუზ-ვილიჯის სცენაზე შანა უოთერსტოუნი წარდგება
ლაგოდეხში,ბლუზ-ვილიჯში ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება.
19 ივლისს, ბლუზ-ვილიჯის სცენაზე ფესტივალის რეზიდენტი, შანა უოთერსტოუნი (Shanna Waterstown) დადგება – ჩიკაგოს სკოლის წარმომადგენელი, რომელიც გოსპელის ტრადიციებზე გაიზარდა; ბლუზისა და სოულის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შემსრულებელი, ბენდთან ერთად თავის სამყაროში გამოგზაურებთ.
ლაგოდეხის საერთაშორისო ბლუზ ფესტივალის კონცერტები წელსაც ნამდვილ მუსიკალურ მოვლენად იქცა – სცენაზე ერთმანეთზე გამორჩეული არტისტები ავიდნენ.

