დედოფლისწყაროში ხორბლის ყანის აღების დროს, კომბაინი დაიწვა
დედოფლისწყაროში ხორბლის ყანის აღების დროს, მარცვლელულის კომბაინი დაიწვა.
შემთხვევა სოფელ ზემო ქედში მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მარცვლეულის მკის დროს, კომბაინს ცეცხლი მოულოდნელად, მარცვლეულის მკის დროს გაუჩნდა.
მემანქანემ კაბინიდან გადასვლა მოასწრო, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო სამსახური, რომელმაც ცეცხლის ჩაქრობა დროულად შეძლო.

