დედოფლისწყაროში მამაკაცს სამმა პირმა სასტიკად სცემა
დედოფლისწყაროში მამაკაცს სამმა პირმა სასტიკად სცემა. შემთხვევა დედოფლისწყაროს ცენტრში მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ სამ ახალგაზრდას მამაკაცმა შენიშვნა მისცა, რის შემდეგაც მას სასტიკად გაუსწორდნენ.
ნაცემი პირი თავდაპირველად, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დედოფლისწყაროს საავადმყოფოში, შემდეგ კი თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
მძიმე ტრავმების გამო, თელავიდან მამაკაცი კატასტროფის ბრიგადის მეშვეობით, თბილისში გააგზავნეს.
ექიმების განმარტებით, დაშავებული კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, წაქცევის შედეგად, მას მიღებული აქვს თავის ტრავმა, აღენიშნება თხემის ძვლის მოტეხილობა და რთული სისხლჩაქცევები. მისი მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო, პოლიციამ ერთი ახალგაზრდა დააკავა.
სამართალდამცავებმა ამოიღეს ვიდეო-კამერების ჩანაწერები და მიმდინარეობს ცემაში მონაწილე კიდევ ორი პირის დადგენა.
