ახალი ამბები

მდინარე ალაზანში შუა ხნის მამაკაცი დაიხრჩო

მდინარე ალაზანში შუა ხნის მამაკაცი დაიხრჩო. შემთხვევა დღეს საღამოს, სოფელ კარდენახში მოხდა.

ამავე სოფელში მცხოვრები ი. ჯ. ოჯახის ახლობლებთან ერთად, სუფრასთან იმყოფებოდა. სუფრიდან წამოსული კაცი მდინარეში საბანაოდ შევიდა.

ვარაუდობენ, რომ მამაკაცი დინებამ წაიღო და მასთან ერთად მყოფმა პირებმა დახმარება ვერ შეძლეს.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სამაშველო ჯგუფები გამოიძახეს. მამაკაცის ცხედარი გურჯაანში, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.