ახალი ამბები

„ჩვენს ატამს არც ფერი აკლია, არც ხარისხი – ფერმერისგან ჩარევები არ არის საჭირო“ – ასოციაცია

„ჩვენს პროდუქციას არც ფერი აკლია, არც გემოვნება და არც ხარისხი; საკმაოდ კარგი გემური თვისებების არის ჩვენი ატამი, არ გვაქვს იმის საჭიროება, რომ რაღაც ჩარევები იყოს საჭირო ფერმერებისგან“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განაცხადა.

შეგახსენებთ, გუშინ, 8 ივლისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მოქალაქე რეალიზაციისთვის გამზადებულ ატამს პულივიზატორით აძლევს შეფერილობას. დღეს სურსათის ეროვნული სააგენტო გამოეხმაურა მომხდარს და განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავ უწყებას მიმართეს.

როგორც ვახტანგ ბეჟიტაშვილმა აღნიშნა, მსგავსი შემთხვევები მასობრივ სახეს არ ატარებს და ფერმერებს არ აქვთ იმის საჭიროება, რომ ხელოვნური ჩარევები განახორციელონ.

“ჩვენ ატამს ჩარევები არ სჭირდება – ხუმრობას ჰგავდა”
„სერიოზულადაც არ შეიძლება რომ აღვიქვათ, რადგან არაფერი არ იმალება; საკვები პროდუქციაა, გადის არამარტო გარე, ასევე შიდა ბაზარზე და შესაძლებელია ბავშვებმაც მიირთვან. ერთმა ჭკუათხელმა თუ გააკეთა მსგავსი რამ, ალბათ, სოციალური ქსელში პოპულარობისთვის, ეს არ ნიშნავს, რომ მასობრივად ხდება ასეთი რაღაცები. ვფიქრობ, ეს არ ატარებს მასობრივ ხასიათს და არც კი ღირს განხილვად.
საქართველოში ჩვენს პროდუქციას არც ფერი აკლია, არც გემოვნება და არც ხარისხი. საკმაოდ კარგი გემური თვისებების არის ჩვენი ატამი, არ გვაქვს იმის საჭიროება, რომ რაღაც ჩარევები იყოს საჭირო ფერმერებისგან. ხუმრობას უფრო ჰგავდა და არ შეიძლება ამის სერიოზულად განხილვა“,
– განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.