ახალი ამბები

10 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 10 ივლისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება
ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.

საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

თელავი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +31°.