რელიფი – საუკეთესო არჩევანი ბუასილის დამარცხებისთვის!
ბუასილი, იგივე ჰემოროი, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მთელ მსოფლიოში. მისი გამომწვევი მთავარი მიზეზი სწორი ნაწლავის კავერნული სხეულებიდან ვენულებში სისხლის უკუდინების დარღვევაა, რა დროსაც სწორი ნაწლავისა და ანუსის ქვედა ნაწილში ვენები შეშუპებული და გაფართოებულია.
ბუასილი სხვადასხვა ტიპისაა, გარე ჰემოროიდული კვანძების გადიდებას გარე ბუასილი ეწოდება, ხოლო, შიდა ჰემოროიდული კვანძების გადიდებას – შიდა ბუასილია. თუმცა შესაძლოა ერთდროულად მოხდეს როგორც გარე, ისე შიდა კვანძების გადიდება, ასეთ ბუასილის ეწოდება კომბინირებული ბუასილი.
ბუასილის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია: ყაბზობა, დიარეა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ორსულობა, მშობიარობა, ხანგრძლივი მჯდომარე ან მდგომარე პოზიცია, არასწორი კვება, სიმძიმეების აწევა, ცხოვრების ადინამიკური, არააქტიური წესი, ორგანიზმის გადაციება, ჭარბი წონა, ასაკი (50 წელს ზემოთ) და ა.შ.
დაავადების თვითმკურნალობა დაუშვებელია, რადგან შესაძლოა მსხვილი ნაწლავის უფრო სერიოზული და სახიფათო პათოლოგია განვითარდეს. ამიტომ, ბუასილის ნიშნები გამოვლინდება თუ არა, უნდა მიმართოთ ექიმ პროქტოლოგს.
მკურნალობის კონკრეტული მეთოდი დამოკიდებულია მდგომარეობის სიმძიმესა და ხარისხზე და შეიძლება იყოს მედიკამენტოზური ან ქირურგიული. მედიკამენტოზური მკურნალობისას ძირითადად გამოიყენება ადგილობრივი გამაყუჩებლები და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, რექტალური სანთლები და მალამოები. გარდა ამისა, აუცილებელია ცხოვრების წესში ცვლილებების შეტანა, როგორიცაა: ბოჭკოვანი დიეტა, ბევრი წყლის დალევა, რეგულარული ვარჯიში და ხანგრძლივად ჯდომის თავიდან აცილება.
ბუასილის სამკურნალო ერთ-ერთი პოპულარული და ეფექტიანი პრეპარატია რელიფი, რომელიც შეგიძლიათ პსპ-ს ქსელში შეიძინოთ.
მოდით, გავიგოთ რას წარმოადგენს ეს პრეპარატი, როგორია მისი მოქმედების მექანიზმი, რა გვერდითი მოვლენები გააჩნია და ვისთვის არ არის რეკომენდირებული მისი გამოყენება?
რისგან შედგება და რა შემთხვევაში გამოიყენება რელიფის მალამო და სანთელი?
რელიფის რელიფის მალამო შეიცავს: ზვიგენის ღვიძლის ქონს, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს, მინერალურ ზეთს, ვაზელინს, მეთილ-და პროპილპარაბენს, ლანოლინს, ბენზონის მჟავას, სიმინდის ზეთს, გლიცერინს, ლანოლინის სპირტს, პარაფინს, გამოხდილ წყალს, ქონდრის ზეთს, ვიტამინს, თეთრ ცვილს.
რელიფის რექტალური სანთლები შეიცავს: ჰიდროკორტიზონის აცეტატი, თუთიის სულფატის მონოჰიდრატს, კაკაოს ცხიმს, კალციუმის გაუწყლოებულ ჰიდროფოსფატს, მაგნიუმის სტეარატს, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს.
რელიფი (როგორც მალამო, ასევე სანთელი) ინიშნება ქრონიკური ბუასილისა და უკანა ტანის ნახეთქების დროს. გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიალერგიული, სისხლძარღვთა შემავიწროებელი, შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება, ამცირებს ქავილის ინტენსივობას. ასევე ხელს უწყობს ჭრილობების და ეროზიების შეხორცებას, აჩერებს სისხლდენას, ამცირებს ექსუდაციას (სითხის გადმოსვლა ქსოვილის ანთებად უბანში).
როგორ გამოიყენება რელიფი – პრეპარატის გამოყენების წესი და დოზირება
პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელად ჩაიტარეთ ჰიგიენური პროცედურები (დაიბანეთ უკანა ტანი თბილი წყლით და კარგად გაიმშრალეთ რბილი ნაჭრით). ამის შემდეგ რელიფის რექტალური სანთელი შეიყვანეთ უკანა ტანში, თითო სანთელი 4-ჯერ დღე-ღამეში – დილას, საღამოს და ყოველი დეფეკაციის შემდეგ.
მალამოს გამოყენებისას ჯერ უნდა მოხსნათ აპლიკატორს დამცავი თალფაქი, მიამაგროთ აპლიკატორი ტუბს და გამოდევნოთ მალამოს მცირე რაოდენობა აპლიკატორის გასაპოხად. აპლიკატორის დახმარებით მალამო ფრთხილად დაიდეთ დაზიანებულ უბანზე, გარედან ან უკანა ტანში, დღეში 4-ჯერ – დილით, ძილის წინ და ნაწლავთა ყველა მოქმედების შემდეგ.
გამოყენების შემდეგ აპლიკატორი კარგად უნდა გარეცხოთ გამდინარე თბილი წყლით და მოათავსოთ დამცავ თალფაქში.
რა უნდა ვიცოდეთ რელიფის გამოყენებამდე? – გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები
რელიფის (როგორც რექტალური სანთლების, ასევე მალამოს) გამოყენების შემთხვევაში, იშვიათად (ძირითადად დოზის გადაჭარბების შემთხვევაში), შესაძლებელია გამოვლინდეს ისეთი გვერდითი რეაქციები, როგორებიცაა:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გულის რითმის დარღვევა, რეფლექტორული ბრადიკარდია, არტერიული წნევის მომატება.
კანისა დაკანქვეშა ქსოვილების მხრივ: , გამონაყარი კანზე, ქავილი, შეშუპება, ტკივილი, წვა, კონტაქტური დერმატიტი, ჰიპერემია.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, აგზნებადობა, ტრემორი, შფოთვა, უძილობა, წამოხურება.
რელიფის გამოყენება არ არის რეკომენდრირებული იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ინგრედიენტებზე; მძიმე ფორმის არტერიული ჰიპერტენზია; გულის რითმის ტაქსისქოლური დარღვევა, დეკომპენსირებული გულის უკმარისობა, გულის რითმის დარღვევა; მძიმე ფორმის თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა, თირეოტოქსიკოზი, მწვავე პანკრეატიტი, თრომბოემბოლური დაავადება (მათ შორის ადრე გადატანილი), გრანულოციტოპენია.
რელიფი არ ინიშნება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში;
ასევე არ არის რეკომენდირებული მისი გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
რა უნდა ვიცოდეთ ჭარბი დოზირებისას?
რეკომენდებული ერთჯერადი და სადღეღამისო დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შესაძლებელია გამოვლინდეს: მენსტრუალური ციკლის დარღვევა, არტერიული წნევის მომატება, კუნთების სისუსტე, უძილობა, სისხლში შაქრის დონის მომატება, ჰიპერნატრიემია, იცენკო-კუშინგის სინდრომი, იმუნური სისტემის დაქვეითება, ტკივილი და დისკომფორტი გულის არეში, გულისცემის გახშირება, სუნთქვის გაძნელება, ფილტვების არაკარდიოგენული შეშუპება, აგზნებადობა, ძილის დარღვევა, შფოთვა, გაღიზიანება, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ოლიგოურია, შარდის გამოყოფის დარღვევა, კუჭ-ნაწლავის ეროზია და წყლული, ოსტეოპოროზი.
ასეთ შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის გამოყენება შეწყვიტოთ და შეატყობინოთ მკურნალ ექიმს.
უსაფრთხოების დამატებითი ზომები
პრეპარატის დანიშვნამდე ექიმმა უნდა დააზუსტოს ალერგიული ანამნეზი, მათ შორის ხომ არ აქვს პაციენტს ალერგიული რეაქციები სხვა სიმპატომიმეტურ საშუალებებზე.
პრეპარატის გამოყენების დროს თუ უკანა ტანიდან დაგეწყოთ უხვი სისხლდენა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვისას, რადგან არსებობს ნერვული სისტემის მხრივი შესაძლო გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.
(R)

