რთველი 2025-ისთვის საკოორდინაციო შტაბი იქმნება
რთველი 2025 წლის ორგანიზებისთვის მიზნით, საკოორდინაციო შტაბი შეიქმნება – ამის შესახებ მთავრობის განკარგულებიდან ირკვევა.
დოკუმენტების მიხედვით, სამუშაო ჯგუფში ჩართული იქნება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებები, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საჭიროების შემთხვევაში მევენახეობის ზონების შესაბამისი რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულები.
ღვინის კომპანიებს, რომლებიც 2025 წლის რთველზე კახეთში მოკრეფილი ყურძნის მიღებასა და გადამუშავებას აპირებენ, ვალდებულები არიან ელექტრონული ფორმით გაიარონ რეგისტრაცია რთვლის საკოორდინაციო შტაბში.
ამავე დროს, ღვინის კომპანიებმა ყურძნის მიღება-ჩაბარება უნდა განახორციელონ ელექტრონული სასწორით აღჭურვილ ყურძნის მიმღებ პუნქტებში. თუმცა, ამ ნაწილში გამონაკლისია ის კომპანიები, რომლებიც 100 ტონაზე ნაკლებს ჩაიბარებენ.
გარდა ამისა, მთავრობამ ღვინის ეროვნულ სააგენტოს 20 ერთეულამდე ყურძნის წვენის ნიმუშის ამღები დანადგარების შესყიდვა დაავალა იმისთვის, რომ ჩასაბარებელი ყურძნის ხარისხის შემოწმება მოხდეს.

