სოფლად მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა
საქართველოში აღწერიდან აღწერამდე სასოფლო დასახლებებში მცხოვრები ადამიანების რიცხოვნობა 6.3%-ით შემცირდა. ამაზე მიუთითებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2024 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგები. უფრო კონკრეტულად, თუ 2014 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით სოფლად 1 591 181 ადამიანი ცხოვრობდა, 2024 წელს ეს რაოდენობა 1 490 900-მდე შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ აღწერიდან აღწერამდე სასოფლო დასახლებებში მცხოვრები ადამიანების რიცხოვნობა მხოლოდ თბილისში, მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლში გაიზარდა, დანარჩენ 8 მუნიციპალიტეტში კი შემცირდა.
სასოფლო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა 2024 წლის და 2014 წლის საყოველთაო აღწერისას: კახეთი – 239 400 ადამიანი (2014 წელს – 247 057, კლება 3%)
რაც შეეხება სასოფლო დასახლებების რაოდენობას, საქსტატს ამასთან დაკავშირებით 2024 წლის აღწერის შედეგები ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია.
საქართველოს 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. ამასთან, საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები.
ამასთან, წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 კაცი შეადგინა, რაც წინა აღწერის, 2014 წლის შედეგებთან შედარებით, 185 ათას ადამიანით მეტია. 10 წლის წინ საქართველოში 3 729 635 კაცი ცხოვრობდა.

