ახალი ამბები

30 ივნისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 ივნისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი გრილი და ნოტიო ჰაერის მასებით.

საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ზოგან დროგამოშვებით ძლიერი.

თელავი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +26°.