ახალი ამბები

თელავში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურის მფლობელს თავს დაესხნენ

ქალაქ თელავში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სავალუტო ჯიხურის მფლობელს თავს დაესხნენ.

თვითმხილველების ინფორმაციით, ჯიხურში დანით შეიარაღებული მამაკაცი შევარდა და მფლობელს ფულს სთხოვდა.

თავდამსხმელთან წინააღმდეგობის გაწევის დროს, ჯიხურის მფლობელმა მცირე დაზიანება მიიღო.

ადგილზე ამ დროისთვისაც იმყოფება პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.