ახალი ამბები

სექტემბრიდან საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო უქმდება

2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო უქმდება. პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს ინიციატივას, რომელიც აღნიშნული უწყების ლიკვიდაციას ითვალისწინებს.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, მთავრობამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლე უწყებები უნდა განსაზღვროს.

როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ითქვა, სააგენტოს უფლებამოსილება შესაბამის სამინისტროებში გადანაწილდება.