ახალი ამბები

როგორი ამინდი იქნება კახეთში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 ივნისს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 25-26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება და 24 ივნისს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 24-26 ივნისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ომალო): 24 ივნისს მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 25-26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 24 ივნისს +16, +18, ხოლო 25 და 26 ივნისს +21+23 გრადუსი იქნება.