თელავის შესარჩევი ახლოვდება! გამოცადეთ თქვენი თავი ფეხბურთის ცოდნაში
მალე Betsson Sport-ის პოპულარული, საფეხბურთო ინტელექტუალური YouTube-თამაშის, “მაგიდის დერბის” ახალი სეზონის შესარჩევი ეტაპი დაიწყება.
ფინალურ ტურნირზე მოხვედრის და სუპერპრიზის მოგების შანსი წელს უფრო მეტ ადამიანს ეძლევა. წინა სეზონში გამარჯვებულმა ახალი ავტომობილი, Citroen C3 მოიგო. იმისათვის, რომ “მაგიდის დერბის” მონაწილე გახდეთ, საუკეთესო მოთამაშეებს შეეჯიბროთ და ჩემპიონობის შანსი გქონდეთ, წელსაც შესარჩევი ეტაპი უნდა გაიაროთ, რომელიც უკვე საქართველოს 4 ქალაქში ჩატარდება. პირველი შესარჩევი თელავშია დაგეგმილი და 8-9 ივლისს გაიმართება. ივლისამდე ბევრი დრო აღარ დარჩა და ვისაც ჯერ კიდევ არ გაგივლიათ რეგისტრაცია, უკვე უნდა იჩქაროთ. ეს პირველ რიგში თელავში და ზოგადად კახეთის რეგიონში მცხოვრებ მსურველებს ეხებათ.
რეგისტრაცია მარტივია: აი, ეს ფორმა უნდა შეავსოთ. მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია – 18 წლის ზემოთ. თელავის შემდეგ შესარჩევები გაიმართება ქუთაისში (21-22 ივლისი), ბათუმში (24-25ივლისი) და თბილისში (29-30 ივლისი).
შეგახსენებთ, რომ ეს მაგიდის დერბის მეოთხე სეზონია. პირველი სეზონის მთავარი პრიზი ბარსელონასა და რეალის მატჩზე საგზური იყო, მეორე სეზონში სკუტერი გათამაშდა. მესამე სეზონის გამარჯვებულმა ახალი ავტომობილი, Citroen C3 მოიგო. ტურნირის გამარჯვებულისთვის Betsson ამ სეზონშიც ძალიან კარგ პრიზს დააწესებს. აქვე გაგახსენებთ, რომ პირველი და მეორე სეზონების ჩემპიონი ტატო ბაციკაძე იყო, მესამე სეზონი კი ალექსანდრე გაბრიჩიძემ მოიგო.
როგორ ჩატარდება შესარჩევი იმისათვის, რომ ‘მაგიდის დერბის’ ახალ სეზონში ითამაშოთ:
1. უნდა შეავსოთ ეს სარეგისტრაციო ონლაინ ანკეტა.
2. მეორე ეტაპი მონაწილეების შერჩევაა, რომლის შედეგადაც თითო ქალაქში 30 მონაწილე გამოირჩევა და ამ 30-დან 8 ადამიანი შეძლებს ძირითად ბადეში მოსახვედრად ბრძოლას.
3. შერჩეული 8 ადამიანი ითამაშებს ‘მაგიდის დერბის’ პენალტების სერიას, რომლის გამარჯვებულიც ‘მაგიდის დერბის’ მთავარ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
4. შესარჩევი ეტაპიდან 5 მოთამაშე მიიღებს შანსს, გახდეს მაგიდის დერბის IV სეზონის
მონაწილე.
ერთი სიტყვით: შეავსეთ ფორმა და დაელოდეთ გამოხმაურებას.
იხილეთ ვიდეო ანონსი:
დამატებითი ინფორმაციისთვის ნახეთ სარეგისტრაციო ფორმა:
https://forms.gle/USuf1C7vUwCeyHHE6
ნახეთ მომზადებული ვიდეო:
(R)