ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი პირველ დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს
20 ივნისს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი პირველ დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ფორუმში 15-ზე მეტი ადგილობრივი და ქსელური კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
,,გამოიყენე შანსი გაიცნო კომპანიის წარმომადგენლები პირადად; წარადგინო შენი თავი და შესაძლებლობები; გაეცნო ადგილობრივ ვაკანსიებს; გაიარო გასაუბრება და მარტივად დასაქმდე შენთვის საინტერესო პოზიციაზე. ფორუმი ჩატარდება ქალაქ ლაგოდეხში, სასტუმროში ,,Wald Hotel Lagodekhi’’ 13:00-დან 15:00 საათამდე. ფორუმის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი კომპანიებისთვის კვალიფიციური კადრების მოძიებას და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის დასაქმებაში ხელშეწყობას. ღონისძიება იმართება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ინიციატივითა და თანამშრომლობით”,-აცხადებენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში.

