ახალი ამბები

ევროპარლამენტში მზია ამაღლობელის საქმეზე დებატები გაიმართება და რეზოლუციას უყრიან კენჭს

ევროპარლამენტში ხვალ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე დებატები გაიმართება.

ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ევროპარლამენტარები იმსჯელებენ თემაზე: „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“.

ამასთან, ხუთშაბათს ევროპარლამენტარები კენჭს უყრიან რეზოლუციას: „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“.