სოფელ რუისპირში მცხოვრებ ბაიხანაშვილების ოჯახს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მცხოვრებ ბაიხანაშვილების ოჯახს, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.
ოჯახს საცხოვრებელი სახლი ხანძარმა გაუნადგურა და მასთან ერთად ყველანაირი ტექნიკა, პირველადი მოხმარების ნივთები და ტანსაცმელი დაეწვა. ღია ცის ქვეშ დარჩენილი ოჯახი დახმარებას საზოგადოებას სთხოვს.
,,არასოდეს გამოვირჩევი პოსტების წერით, მიმართვებით და თხოვნებით, ვერც წარმოვიდგენდი მსგავს პოსტს თუ დავწერდი, მაგრამ ამ ეტაპზე თავს უფლებას ვაძლევ, დახმარება გთხოვოთ. ჩემი მამიდის #მაგდაბაიხანაშვილის ოჯახს, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ბევრი კარგად იცნობთ, დაეწვა საცხოვრებელი სახლი, რომელიც მთელი წლების მანძილზე სიმწრით და ოფლით ჰქონდათ აშენებული და გაკეთებული. დარჩნენ ღია ცის ქვეშ.
არაფერი დარჩა საცხოვრებელ სახლში, არანაირი ტექნიკა, არანაირი ავეჯი და პირადი მოხმარების ნივთები. ახლობლები გვერდით ვუდგავართ და გთხოვთ, რომ თქვენც გამოიჩინოთ გულისხმიერება და თანადგომა. ვისაც სურვილი გაქვთ დაეხმარეთ ტექნიკით, ვისაც სურვილი გაქვთ მატერიალურად, რადგან არანაირი ფინანსური სახსრები ამ ეტაპზე არ გააჩნიათ და თითოეული თეთრი მათთვის მნიშვნელოვანია. სახლში არ დარჩა არაფერი, არც ერთი ოთახი, რომ ვარგოდეს საცხოვრებლად”,-წერს ხანძრის შედეგად დაზარალებული ბაიხანაშვილების ოჯახის ახლობელი.
თელავი სოფელი რუისპირი
მიმღების ანგარიშის ნომერი:
BOG-#GE02BG0000000100784453
მიმღების ანგარიშის ნომერი:
Credo-#GE42CD0360000004504097
მიმღების პირადი ნომერი: 20001022241
მიმღები:მაგდა ბაიხანაშვილი








