ახალი ამბები

12 ივნისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 ივნისს საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ამინდი განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.

მოსალოდნელი სინოპტიკური სიტუაცია:

დროგამოშვებით მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი.

თელავი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +31°.