ახალი ამბები

საქართველოში მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა 300-350 ათასამდე მერყეობს

საქართველოს მასშტაბით მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა 300-350 ათასამდე მერყეობს.

,,ვიწყებთ სახელმწიფო პროგრამას, ამ ცხოველების შესაბამის ბაზებში შეყვანას და იმ პროცედურების დაცვას და აღსრულებას, რაც მიუსაფარი ძაღლების გამრავლების პრევენციას მოახდენს. ასევე ავამუშავებთ ელექტრონულ პროგრამას და მივიღებთ მარეგულირებელ კანონს, რომლის მიხედვითაც გაადვილდება ძაღლის მეპატრონის მიკვლევადობა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.