ძაღლის უპატრონოდ მიტოვება მაღალი ადმინისტრაციული ჯარიმით დაისჯება
მივიღებთ მარეგულირებელ კანონს, რომლის მიხედვითაც გაადვილდება ძაღლის მეპატრონის მიკვლევადობა – ვცდილობთ, რომ შევქმნათ ისეთი კანონი, რომლის მიხედვითაც მარტივად ცხოველის გარეთ დატოვება იქნება შეუძლებელი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ძაღლის „უპატრონოდ მიგდება“ მაღალი ადმინისტრაციული ჯარიმით იქნება დასჯადი.
„ამ მიმართულებით ავამუშავებთ ელექტრონულ პროგრამას და მივიღებთ მარეგულირებელ კანონს, რომლის მიხედვითაც გაუადვილდება ძაღლის მეპატრონის მიკვლევადობა.
ჩვენ ვცდილობთ, რომ შევქმნათ ისეთი კანონი, რომლის მიხედვითაც მარტივად ცხოველის გარეთ დატოვება იქნება შეუძლებელი. ყველა ადამიანი ვალდებული იქნება მიკვლევადობა უზრუნველყოს თავის ცხოველთან მიმართებით, ე.წ. დაჩიპვა, ისეთი ნიშანი დაადოს, რომ შემდეგ გარეთ დარჩენილი ცხოველის იდენტიფიცირება იყოს შესაძლებელი და უპატრონოდ ძაღლის მიგდება იქნება მაღალი ადმინისტრაციული ჯარიმით დასჯადი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

