ახალი ამბები

სტიქიამ სიღნაღის მუნიციპალიტეტი დააზარალა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოსული სეტყვის და ძლიერი ქარის შედეგად სოფელ ტიბაანის, ქვემო მაჩხაანის, ხირსისა და ხორნაბუჯის ნაკვეთები დაზიანდა.

ქარმა ხორნაბუჯის სკოლის შენობის და რამდენიმე მოსახლის სახურავიც დააზიანა.

ზარალის შესწავლისა მიზნით მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.