ახალი ამბები

წელს, ყურძნის მოსავლის აღრიცხვა ელექტრონული სასწორის მეშვეობით მოხდება

წლევანდელი რთველი მევენახეებისთვის სიახლით დაიწყება. გარემოს დავისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მოსავლის აღრიცხვა ელექტრონული სასწორის მეშვეობით მოხდება.

ამასთან, ყველა ის კომპანია, რომელიც მევენახეებისგან შეისყიდის ყურძენს, ვალდებულია იქონიოს ელექტრონული სასწორი, რომელიც რთველის ერთიან ელექტრონულ ბაზაში იქნება ჩართული.

სამინისტროს განმარტებით, აღნიშნულ ბაზაში ავტომატურად აისახება კომპანიის მიერ შესყიდული ყურძნის რაოდენობა. უწყებაში აცხადებენ, რომ „ელექტრონული სასწორის გამოყენება მონაცემთა აღრიცხვას გაამარტივებს და მეტად დაზუსტებულს გახდის“.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი რთველის ორგანიზებულად ჩატარების საკითხზე აცხადებს, რო მორგანიზების ნაწილში, სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ჩართულობა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი

„მხოლოდ და მხოლოდ სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს და მეღვინეების ერთობლივი მუშაობით შევძლებთ რთველის ორგანიზებულად ჩატარებას. თადარიგი თავიდანვე უნდა დავიჭიროთ, რომ ხარისხიანი ყურძენი იყოს შესაბამისად დაფასებული. ორგანიზების ნაწილში, სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ჩართულობა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით კი, სახელმწიფოს წელს აქვს განსხვავებული მიდგომა და ხარისხიან და უხარისხო ყურძენს ერთ ფასად აღარ ჩაიბარებს.