ახალი ამბები

2024 წელს სამუშაო სივრცეში უბედურ შემთხვევებს 33 ადამიანი ემსხვერპლა

საქსტატმა სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების სტატისტიკის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს სამუშაო სივრცეში ფატალურ უბედურ შემთხვევებს 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ოფიციალური მონაცემებით, უმეტესობა, 23 ფატალური შემთხვევა, მშენებლობის სექტორთან იყო დაკავშირებული. სამუშაო სივრცეში მომხდარი ფატალური უბედური შემთხვევების რაოდენობა წლების მიხედვით ასე გამოიყურება:

2020 წელი – 39
2021 წელი – 37
2022 წელი – 35
2023 წელი – 34
2024 წელი – 33

რაც შეეხება არაფატალურ შემთხვევებს, სამუშაო სივრცეში მომხდარი არაფატალური უბედური შემთხვევების რაოდენობა გასულ წელს 257 იყო, რაც ნაკლებია 2023 წლის 347 შემთხვევაზე.