თელავის ისტორიულ მუზეუმში კერამიკის მასტერკლასი ჩატარდება
31 მაისს, თელავის ისტორიულ მუზეუმში, კერამიკის მასტერკლასი ჩატარდება.
კერამიკის მასტერკლასზე, სპეციალისტი დოდო ნადირაშვილი, გაგაცნობთ თიხის მოპოვების, დამუშავებისა და მზა კერამიკულ ნივთად ქცევის საინტერესო პროცესს. გაეცნობით თიხის ისტორიას და დამუშავებას. ისწავლით თიხის ჭურჭლის გამოძერწვას და ყალიბზე ჩაწნეხვას ტრადიციული ქართული ორნამენტების გამოყენებით. მასტერკლასი შესანიშნავი შესაძლებლობაა, გაეცნოთ კერამიკის ხელოვნებას, შეეხოთ ისტორიას და შექმნათ საკუთარი უნიკალური ნივთი.

