აქტივისტი უჩა ქემაშვილი დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები აქტივისტი, უჩა ქემაშვილი, გუშინ საპროტესტო აქციიდან დაბრუნებისას, დის საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.
რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, ოჯახის წევრებმა, იგი დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში აღმოაჩინეს. ქემაშვილი, აქციებზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან სისტემატიურად ჩადიოდა და აქციის მონაწილეებს ხილსა და პროდუქტებს ურიგებდა. ასე მოხდა გუშინაც. მან, აქციის მონაწილეებს ალუჩა დაურიგა.
აქტივისტის დის, ნინი ქემაშვილის ინფორმაციით, როდესაც უჩა სახლი ბრუნდებოდა, ძალოვანი უწყების თანაშრომლები, სავარაუდოდ, მეტროში აედევნენ და მიყვნენ სახლამდე სადაც იგი დააკავეს. როგორც ნინი აცხადებს, მან ძალოვანი უწყების თანამშრომლებს დაუსვა კითხვები თუ რატომ აკავებდნენ მის ძმას, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. მისი დისვე ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით, იგი დააკავეს ,,ქართული ოცნების“ პარტიული სიმბოლიკიანი დროშის დაწვის გამო.
,,საცხოვრებელი სახლიდან დავინახე რომ როდესაც უჩა მოვიდა სახლამდე, უკან მოყვებოდა 25 ადამიანამდე. ჩემი ძმა 1 წლის წინაც დააკავეს და მალევე გამოუშვეს. ახლა რა იქნება არვიცით”.
ქემაშვილის უფლებადამცველის ინფორმაციით, აქტივისტს შეწყვისტეს სამართლიანი დაცვის უფლება, არ მიეცა ადვოკატთან გასაუბრების უფლება. ლაშა ტყეშელაძის თქმით, უჩას დღეს მოინახულებას. მისივე თქმით, აქტივისტი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173-ე მუხლით.
ამ ეტაპზე არ არის ცნობილი როდის ჩაინიშნება უჩა ქემაშვილის სასამართლო პროცესი.

