25-26 მაისს, თელავის ცენტრალურ მოედანზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების სამზადისის გამო, 25-26 მაისს, თელავის ცენტრალურ მოედანზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
25 მაისს, 09:00 საათიდან, 26 მაისის ქუჩიდან იუსტიციის სახლამდე და ერეკლე II-ის N1-მდე(სასტუმრო ჰოლიდეი ინნ) ავტომობილების გადაადგილება ორმხრივად შეიზღუდება. მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემოვლითი გზით, ბახტრიონის ქუჩის მიმართულებით.
შეზღუდვა 27 მაისს, 09:00 საათიდან მოიხსნება.

