ახალი ამბები

თელავში, ავტობუსებით გადაადგილებისას, უსინათლო პირთან ერთად მყოფი დამხმარე პირისთვის შეღავათი დაწესდება

თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M3 კატეგორიის ავტობუსებით გადაადგილებისას უსინათლო პირთან ერთად მყოფი დამხმარე პირისთვის შესაძლოა, შეღავათი დაწესდეს.

ნორმატიული აქტის პროექტის მიხედვით ცვლილება შევა მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ დადგენილებაში.

ინიციატივა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკუთვნის.