ახალი ამბები

ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეები, გაცვლითი პროგრამით შვეიცარიაში იმყოფებოდნენ

ახმეტის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ალვანის და ზემო ალვანის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, გაცვლითი პროგრამით, შვეიცარიაში იმყოფებოდნენ.

პროექტში მონაწილეობას იღებდნენ როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე სტუნდეტები. მათ საშუალება მიეცათ ახლოს გაეცნოთ გაეროს მუშაობის პრიციპები და მიეღოთ მეტი პრაქტიკული გამოცდილება.

აღსანიშნავია, რომ ენის ცენტრი, ევროპის აკადემიურ ცენტრთან თანამშრომლობს და სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგად მოხდა ერთობლივად, პროგრამის მონაწილე ახალგაზრდების შერჩევა.

მოსწავლეები, თამარ ჟოდურიშვილი და მაიკო სააკაშვილი საქართველის დელეგატებს შორის მოხვდნენ საქართველოდან, რომლებიც კონფერენციაზე- “დემოკრატია ფოკუსში” სიტყვით გამოვიდნენ და ინგლისურ ენაზე ნაშრომი წარადგინეს.

აღსანიშნავია, რომ ორივე მოსწავლე სოფლის ენის ცენტრის ხშირი ვიზიტორია და სწორედ აღნიშნული ცენტრის ხელშეწყობით იყვნენ წასულები პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

2025 წლის მასშტაბური კონფერენცია, ჩატარდა აპრილში, შვეიცარიის დედაქალაქ ციურიხში, რომელშიც 18 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას 300 მონაწილე.

პროექტის გახსნის ცერემონიალი ჩატარდა ციურიხის მერიის ისტორიულ შენობაში, სადაც მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა შვეიცარიის უნივერსიტეტის პროფესორმა, კონფერენციის მხარდამჭერია ციურიხის უნივერსიტეტი და Zumun 2025 საორგანიზაციო გუნდი.