საქსტატი – რძის და ხორცის წარმოება შემცირდა, კვერცხის კი გაიზარდა
2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში რძის და ხორცის წარმოება შემცირდა, ხოლო კვერცხის გაიზარდა.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში რძის წარმოებამ 108.5 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 3.4 პროცენტით ნაკლებია. ხორცის წარმოებამ 17.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 6.4 პროცენტით ნაკლებია.
ამასთან, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 172.0 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.2 პროცენტით მეტია.

