14 მაისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 14 მაისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი ცივი და ნოტიო ჰაერის მასებისა და
სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.
საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა, ზოგან ელჭექი. საქართველოში ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერ ქარი.
თელავი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტ-რა: +20°.

