ახალი ამბები

სოფელ მატანში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი მატანი დააზარალა.

დაზიანებულია სასოფლო სამეურნეო სავარგულების ნაწილი. ადგილობრივების თქმით, უამინდობა რამდენიმე წუთს გრძელდებოდა. ძირითადად დაზიანებულია საკარმიდამო ნაკვეთები. უხვი ნალექის შედეგად კი სანიაღვრე არხებმა, წყლის ნაკადი ვერ გაატარა და რამდენიმე სახლი დატბორა.

სტიქიისგან მიყენებულ ზარალს შესაბამისი სამსახურები ითვლიან.

ფოტო: სოფიკო მარუქაშვილი