ომის მონაწილე გურჯაანელი გმირი- რა ისტორიას ყვება მისი შვილი
ომის მონაწილის, ალექსანდრე იაკობიშვილის შვილი, მარინა იაკობიშვილი, მამასთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს.
მისი თქმით, მამამისი ფრონტის ხაზზე სრულიად ახალგაზრდა, ახლად სკოლადამთავრებული წაიყვანეს. მარინა იხსენებს, რომ წასვლიდან მალევე, მამამისი და მისი დანაყოფი ტყვედ ჩავარდნენ.
მარინა ყვება, რომ მამამისი და მისი თანამებრძოლები მთელი ომის პერიოდი, გერმანიაში, საკონცენტრაციო ბანაკში იმყოფებოდნენ ტყვედ.
,,ბანაკში ყოფნისას, მისი სიცოცხლე გადაარჩინა მისმა საყვარელმა მასწავლებელმა, ზურაბ ზვერიაშვილმა, რომელიც მას ბანაკში შეხვდა.
გარდა ამისა, მამას და ტყვედ ჩავარდნილი სხვა ქართველი ემიგრანტების სიცოცხლე, საფრანგეთში მყოფმა ქართველმა ემიგრანტებმა გადაარჩინეს, რომლებიც გერმანიის ფორმას იცმევდნენ, ისე შედიოდნენ ბანაკში და ზრუნავდნენ მათზე”,- აცხადება მარინა იაკობიშვილი.
ვრცლად ნახეთ გურჯაანის დიდების საბრძოლო მემორიალურმა მუზეუმმა გაავრცელა.