ახალი ამბები

რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

ეროვნული ბანკის მიერ 8 მაისს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7456 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1012 ლარია.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.

ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:

ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7450 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი – 2.7400 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.0900 ლარად, გაყიდვა კი 3.0700 ლარად შეუძლიათ.

ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7450 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7400 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს – 3.1050 ლარად, ხოლო გაყიდვა – 3.0620 ლარად შეუძლიათ.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს – 2.7450 ლარად, გაყიდვა კი – 2.7400 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1100 ლარად, გაყიდვას კი – 3.0900 ლარად შეძლებენ.

თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7450 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7200 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.0900 ლარად, გაყიდვა კი 3.0500 ლარად შეუძლიათ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.